Accentnews.ge
„შეხვედრაზე განწყობა შეცვალა“: მედიამ გაარკვია, ვინ დაარწმუნა ევროპა, გაეთიშა რუსეთი SWIFT-იდან

„შეხვედრაზე განწყობა შეცვალა“: მედიამ გაარკვია, ვინ დაარწმუნა ევროპა, გაეთიშა რუსეთი SWIFT-იდან

18/01/2023 11:06:34 ევროპა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ რუსული ბანკების საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან გათიშვის ინიციატორი იყო ბულგარეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრი კირილ პეტკოვი,– ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt წერს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ეს მოხდა 2022 წლის 25 თებერვალს ბრიუსელში, ევროსაბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობის მეთაურები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

სიტყვა პეტკოვმაც მიიღო და შეახსენა დამსწრეებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება, მოკლულ იქნას მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რადგან ის მოსკოვის "სიკვდილის სიაშია".

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მყისიერი გადაწყვეტილების მიღების მოწოდებით და დამსწრეებს შესთავაზა რუსეთის SWIFT–იდან გათიშვა, ასევე გაყინულიყო ევროპული ობლიგაციები რუსეთის ცენტრალური ბანკიდან. მიუხედავად დამსწრეთაგან ბევრის ეჭვებისა, ევროკომისიამ საბოლოოდ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას.

პარალელურად, პარიზში გაიმართა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც ბულგარეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ასენ ვასილიევი ესწრებოდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ იმ შეხვედრაზეც იყო დაბნეულობის და შოკის ატმოსფერო, დამსწრეებმა გამოავლინეს გაურკვევლობა.

თავის გამოსვლაში ვასილიევმა ევროპელ კოლეგებს აუხსნა, თუ რა ემუქრება რეალურად უკრაინას კრემლის მიერ გამოცხადებული „დენაზიფიკაციით “.

”ეს არის ის, რაც რუსებმა გააკეთეს ბულგარეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: მათ მოკლეს ათასობით დისიდენტი, პროფესორი და მღვდელი”, - თქვა ვასილიევმა მაშინ და მოუწოდა კოლეგებს სასწრაფო გადაწყვეტილებისკენ.

შეხვედრის მონაწილეებმა გერმანულ გაზეთს დაუდასტურეს, რომ შეხვედრის განწყობა სწორედ ბულგარელმა მინისტრმა შეცვალა – ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება ორი დღის შემდეგ დაიწყო. ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის ამ ზომებს „ბულგარეთის წინადადება“ უწოდეს. თებერვლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის SWIFT–იდან გათიშვის შესახებ მარტის დასაწყისში დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S