Accentnews.ge
ავიაკატასტროფა კიევის ოლქში: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 3 ძირითად ვერსიას განიხილავს

ავიაკატასტროფა კიევის ოლქში: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 3 ძირითად ვერსიას განიხილავს

18/01/2023 11:54:20 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხლავს. მათ შორისაა:

  • ფრენის წესების დარღვევა,
  • ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა,
  • წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორო საშუალების გასანადგურებლად.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობთ, უწყების თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებებს ტრაგედიის დეტალების და ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა. როგორც ცნობილი გახდა, ვერტმფრენი ხარკოვში მიფრინავდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 18 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

ვერტმფრენის კატასტროფას საშინელი ტრაგედია უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ზელენსკის თქმით, დენის მონასტირსკი და მასთან ერთად მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყვნენ უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს დაავალა ეროვნულ პოლიციასა და სხვა შესაბამის სამსახურებთან ურთიერთქმედებით დაადგინოს ყველა გარემოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S