Accentnews.ge
ვუჩიჩი: „უკრაინაში ომმა რუსეთ–სერბეთის ურთიერთობები გააუარესა“

ვუჩიჩი: „უკრაინაში ომმა რუსეთ–სერბეთის ურთიერთობები გააუარესა“

18/01/2023 12:12:57 ევროპა

რუსეთ–სერბეთის ურთიერთობა უკრაინაში რუსული შეჭრის გამო რთულ პერიოდს გადის,– ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სერბმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ბელგრადი არ უჭერს მხარს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ბევრი საუბარი ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან და რუსულ ენასაც კი სწავლობდა, რათა მასთან თარჯიმნის გარეშე ესაუბრა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ორი ქვეყნის ლიდერებს "მრავალი თვეა", არ უსაუბრიათ.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი - უკრაინა. ასე დარჩება", - განაცხადა ვუჩიჩმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთმა უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა, რის გამოც აშშ-ისა და ევროკავშირის ზეწოლას შეეჩეხა.

“ჩვენ რვა წელია, სანქციების ქვეშ ვართ და არ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილებაა“, - თქვა ვუჩიჩმა.

ამასთან, მისი თქმით, არც მოსკოვის ქმედებების ბელგრადის მხრიდან სრულ მხარდაჭერაზე შეიძლება საუბარი:

"ჩვენ ყოველთვის არ ვართ კმაყოფილი მათი ზოგიერთი პოზიციით. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ გადაწყვეტილებას ან უმეტეს გადაწყვეტილებას, რომელიც მოდის კრემლიდან", - ამბობს ვუჩიჩი.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს, ნება მისცეს რუსული „ვაგნერ ჯგუფს“, სერბები გაიწვიოს უკრაინასთან საომრად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S