
სომხეთში ხანძარს 15 სამხედრო ემსხვერპლა, სამი დაშავებულია
19/01/2023 06:16:48 კავკასია
წინასწარი ინფორმაციით, სომხეთის ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს ქვეყნის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების პრესმდივნის არამ ტოროსიანის ცნობით, მძიმეა 3 დაშავებულის მდგომარეობა.
ხანძარი წუხელ გაჩნდა გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.