
"უკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას": შარლ მიშელი კიევში გაემგზავრა
19/01/2023 08:50:52 ევროპა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
მიშელის თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ისინი იმსახურებენ.
"ახლა კიევში მივდივარ და შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერმინისტრს და პარლამენტარებს. ვიცით, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, საკუთარი შვილების მომავლისთვის. მაგრამ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის - მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ასევე, ევროკავშირისთვის მიცემული დაპირებისთვის მშვიდობისა და პროგრესის შესახებ. მათ სჭირდებათ და ისინი იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას", - ამბობს მიშელი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021