Accentnews.ge
ფაშინიანი: ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ტრაგედია ღუმელში დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით ცეცხლის დანთებამ გამოიწვია

ფაშინიანი: ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ტრაგედია ღუმელში დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით ცეცხლის დანთებამ გამოიწვია

19/01/2023 09:15:44 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ასახელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიებისას მოპოვებული წინასწარი მონაცემები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილში გასათბობად ღუმელი დაანთეს დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით, რაც გენერალური შტაბის უფროსის სპეციალური განკარგულებით, კატეგორიულად აკრძალულია. ფაშინიანის თქმით, როცა ოფიცერს, რომელიც ღუმელს ანთებდა ცეცხლი მოეკიდა, მან ბენზინიანი ჭურჭელი მისდა უნებურად გადააგდო ყაზარმის მიმართულებით.

ფაშინიანის თქმით, საბოლოოდ ყველა გარემოებას დაადგენენ საგამოძიებო კომიტეტი და გენერალური პროკურატურა.

სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში ხანძარი წუხელ გაჩნდა. დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S