Accentnews.ge
"ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში არარეალისტურია"

"ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში არარეალისტურია"

30/10/2019 09:24:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტურია.

„წლის ბოლომდე არსებული ვადა ჩვენთვის, კონსორციუმისთვის სრულიად არაადეკვატურია. ზოგადად ვადაზე საუბარი არის არაკონსტრუქციული. იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა? ორი თვის მანძილზე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არარეალისტურია. სერიოზული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რიტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, არასერიოზულია, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის: 16 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საკუთარი ვალდებულებები წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დამატებითი ვადა აღარ მიეცემა. 

"ფაქტობრივად, ორი წლით გადავავადეთ ანაკლიის მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი", – განაცხადა მინისტრმა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S