Accentnews.ge
ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მუშაობა შეაჩერეს

ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მუშაობა შეაჩერეს

30/10/2019 10:02:54 სხვა, მსოფლიო

ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მუშაობა შეაჩერეს. აღნიშნულის მიზეზად ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოება სახელდება. 

ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოება დიპლომატებისა და სამხედრო ატაშეების ხარჯების ანაზღაურების წესის ცვლილებას ეხება.

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S