
შვედეთში ძმები ГРУ–ს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
19/01/2023 13:56:02 ევროპა
შვედეთში სასამართლომ დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და მისი ძმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეში დამნაშავედ ცნო,– წერს Reuters.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეიმან კიას სამუდამო პატიმრობა მესაჯა, ხოლო მის ძმას – 10 წლამდე.
ძმები გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. უფროს ძმას – პეიმან კიას ბრალი ასევე ედებოდა საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესების უხეშ დარღვევაში.
გამომძიებლების განცხადებით, პეიმან კიამ რუსებისთვის გადასაცემი საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა, როდესაც ის შვედეთის სპეცსამსახურებსა და არმიაში მსახურობდა, ხოლო მის ძმას ათი წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აწვდიდა მას ინფორმაციას. ორივე ძმა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.