Accentnews.ge
"გვყავს ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის პროექტიდან, თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები"

"გვყავს ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის პროექტიდან, თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები"

30/10/2019 10:14:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

"გვყავს ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის პროექტიდან, თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები", –  ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტში საჯარო ფორმატში  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

დეპუტატმა კონსორციუმის გენ დირექტორს ჰკითხა, თუ რას ეფუძნება მათი ოპტიმიზმი და სჯერათ თუ არა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, ანაკლიის პორტის პროექტს ჯერ კიდევ აქვს განვითარების პერსპექტივა.

„გეტყვით რა მაძლევს იმედს - გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი დარჩენილი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ამ პროექტიდან. ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები. მთავრობასაც ჰქონდა შეხვედრა და მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დროში იქნება წარმატებით დასრულებული ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, კომერციული მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს, ახლა უნდა დასრულდეს ფორმალობა და მერე მათი ოფიციალურად წარდგენა ამ პროექტის ინვესტორებად. ეს არის ერთადერთი, რაც მაძლევს იმის იმედს. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები, რა იყო და როგორ იყო ზუსტად. [...] დაველოდოთ, დრო არის ორი თვე კიდევ და ყველაფერი გამოჩნდება ცხადად“,- განაცხადა ლევან ახვდელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S