
დანია უკრაინას გადასცემს Caesar–ის ყველა იმ საარტილერიო დანადგარს, რაც გააჩნია
19/01/2023 18:03:06 ევროპა
დანია უკრაინას გადასცემს Caesar–ის 155 მმ-იანი კალიბრის 19 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს,– ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობა თავდაცვის მინისტრმა იაკობ ელემანმა დანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.
დანიამ 15 ასეთი თვითმავალი დანადგარი შეიძინა ფრანგული მწარმოებლის Nexter-ისგან, რომლებიც მისთვის უნდა მიეწოდებინათ 2020 წელს. ხოლო წელს დანიას კიდევ ოთხი დანადგარი უნდა გადაეცეს. 19–ვე კიევში გაიგზავნება.
ასეთი გადაცემა დააყოვნებს დანიის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ფორმირებას. ამიტომ, მთავრობა ახლა განიხილავს შესაძლებლობას, გააგრძელოს ახალი დანადგარების სწრაფი შეძენა.
მანამდე შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს Archer-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებს. ესტონეთის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ- მისი მოცულობა 113 მილიონი ევრო იქნება, რაც ქვეყნის მიერ აქამდე გაწეული დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტია.
19 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. მათი თქმით, რუსეთის მცდელობა, შური იძიოს ომში წარუმატებლობისთვის, რეალურია, მათ შორის, ახალი შეტევის საფრთხე.
New York Times-მა ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა, იფიქროს, რომ უკრაინელ სამხედროებს უნდა შეეძლოთ დარტყმა მიაყენონ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიას, რათა უზრუნველყონ უკეთესი პოზიცია მომავალ მოლაპარაკებებში.