
მოლდოვამ მოკავშირეებს მოუწოდა, დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
19/01/2023 19:44:42 ევროპა
მოლდოვამ მოუწოდა მოკავშირეებს, დაეხმარონ მისი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, – იტყობინება Reuters.
„ჩვენ მოვითხოვეთ საჰაერო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა პრიორიტეტია“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას კორუმპირებული ჯგუფებისა და პრორუსული პარტიების დახმარებით, რათა დაამხოს მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი. მაგრამ, სანდუს თქმით, ქვეყანამ აქამდე სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა.
14 იანვარს, რუსეთის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მოლდოვამ განაცხადა, რომ რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ბრიჩენის სასაზღვრო რეგიონში. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა უკრაინის დაბომბვის შემდეგ ჭურვების ფრაგმენტები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვარდება: წინა შემთხვევები დაფიქსირდა 2022 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, როცა რუსეთი მასირებულ სარაკეტო შეტევას ახორციელებდა უკრანის ქალაქებზე.
გასული წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. ვაშინგტონი პირველად აწვდის კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტის" ბატარეას.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს საზენიტო-სარაკეტო სისტემების დაუფლება რამდენიმე თვეში შეუძლიათ. ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკელები ოფიცრებს 10 კვირაში მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს.