
შს მინისტრი: "საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია"
20/01/2023 02:03:58 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში კორპუსთან, საიდანაც პირმა გასროლა განახორციელა და რამდენიმე პირი მოკლა, სპეცოპერაცია დასრულებულია, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.
შს მინისტრის თქმით, ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა.
მისი განცხადებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. დაღუპულია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა", - განაცხადა შს მინისტრმა.