
"ისინი თავს იცავენ, როგორც ეშმაკი ნაკურთხი წყლისგან": პოლონეთის პრემიერი გერმანიაზე საუბრობს
20/01/2023 06:49:34 ევროპა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ იგი "ზომიერად პესიმისტურადაა განწყობილი" გერმანიასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა გასცემს თანხმობას, მის მიერ წარმოებული „ლეოპარდ 2“-ის ტანკების რეექსპორტზე უკრაინაში,– წერს Reuters.
”მე ვარ ზომიერად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ზომიერად პესიმისტურად, რადგან გერმანელები ამისგან თავს ისე იცავენ, როგორც ეშმაკი იცავს თავს ნაკურთხი წყლისგან”, - თქვა მან.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა და ფინეთმა, გამოთქვა მზადყოფნა, მიაწოდოს უკრაინას გერმანული „ლეოპარდის“ ტანკები. თუმცა, ამისთვის მათ სჭირდებათ ნებართვა გერმანიიდან.
19 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამერიკელ კონგრესმენებს დავოსში განუცხადა, რომ ბერლინი გადასცემს კიევს მძიმე ტანკებს, თუ აშშ თავის „აბრამსის“ ტანკებს გაგზავნის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოთქვა ეჭვი ვაშინგტონის მზადყოფნაში უკრაინაში საბრძოლო მანქანების გაგზავნის შესახებ. ხოლო თეთრ სახლში გერმანიის საპასუხოდ თქვეს, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ აღნიშნა კიევისთვის სამხედრო მანქანების მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობა, რადგან „ყოველი წუთი არის ადამიანი“. პოლიტიკოსის თქმით, რაც უფრო სწრაფად შეძლებს უკრაინის არმია ტერიტორიების დეოკუპაციას, უკრაინა მით მეტ საკუთარ მოქაქლაქეს გადაარჩენს.