
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 32.8%-ით გაიზარდა: TOP-10 საექსპორტო საქონელი
20/01/2023 08:00:55 ეკონომიკა
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 19 მილიარდ 042 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 32.8%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი მაჩვენებელმა 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს საქართველოდან საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტში 2022 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6% შეადგინა. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებს ექსპორტში 48.2%-იანი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს 15.4%-იანი წილი უკავიათ, 49.7% კი დანარჩენ ქვეყნებზე მოდის.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულია:
- ჩინეთი - 736.8 მლნ. აშშ დოლარი,
- აზერბაიჯანი - 672.6 მლნ დოლარი,
- რუსეთი - 651.6 მლნ დოლარი.
რაც შეეხება მთავარ საექსპორტო საქონელს, გასული წლის განმავლობაში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 1 მილიარდ 024 მილიონი დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე პოზიციას 903 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%) იკავებს მსუბუქი ავტომობილები, მესამეს 458 მლნ დოლარით (8.2%) – ფეროშენადნობები.
TOP-10 საექსპორტო საქონელი:
- 1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 1.024 მლრდ დოლარი, ზრდა 25.6%;
- 2. მსუბუქი ავტომობილები - 903.8 მლნ დოლარი, ზრდა - 98%;
- 3. ფეროშენადნობები - 460 მლნ დოლარი, კლება - 3.7%;
- 4. აზოტოვანი სასუქები - 281.4 მლნ დოლარი, ზრდა - 135%;
- 5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 252.5 მლნ დოლარი, ზრდა - 5.5%;
- 6. სპირტიანი სასმელები - 148.1 მლნ დოლარი, კლება - 4.9%;
- 7. მინერალური და მტკნარი წყლები - 112.5 მლნ დოლარი, კლება 20.7%;
- 8. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 109.4 მლნ დოლარი, ზრდა - 10.4%;
- 9. თხილი და სხვა კაკალი - 102.5 მლნ დოლარი, კლება - 13.3;
- 10. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 84.5 მლნ დოლარი, ზრდა - 91.8%.
დანარჩენი საქონლის ექსპორტმა ჯამში 2 მილიარდ 113 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ექსპორტთან შედარებით 34.2%-ით მეტია.