
უკრაინის გენშტაბმა დაასახელა მიმართულებები, სადაც შეტევას ოკუპანტები ახორციელებდნენ გასული დღის განმავლობაში
20/01/2023 08:49:41 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 20 იანვრის დილის მოხსენებაში განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ძირითად კონცენტრირებულნი არიან შეტევაზე ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, ხოლო კუპიანსკის, ლიმანის, ნოვოპავლოვსკის და ხერსონის მიმართულებებზე თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამი რეგიონის 16-მდე დასახლებაში მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები.
„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებების რაიონებში; ვერხნეკამენნოე, კრასნოპოლოვკა, სოლედარი, კრასნაია გორა, პარასკოვეევკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, დილიევკა, ვოდიანოე, მარინკა, პობედა, ნოვოსელკა დონეცკის ოლქში და მალაია ტოკმაჩკა და სტეფნოიე ზაპორიჟიაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის სარდლობამ დასძინა, რომ რუსმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში განახორციელეს ცხრა სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა, ასევე 80-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მასშტაბით გაიზარდა სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.