Accentnews.ge
"ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი": ზელენსკიმ "რამშტაინის" მონაწილეებს მიმართა

"ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი": ზელენსკიმ "რამშტაინის" მონაწილეებს მიმართა

20/01/2023 12:43:51 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს, დაუყოვნებლად გაგზავნონ მეტი იარაღი უკრაინაში და აღნიშნა, რომ „ასობით მადობა ასობით ტანკი არ არის“.

20 იანვარს, გერმანიაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის დასაწყისში ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მეგობრების მხარდაჭერა იგრძნობა ბრძოლის ველზე, მაგრამ დასვა კითხვა, "გვაქვს ბევრი დრო?" და თავადვე უპასუხა, „არა!“.

„არა, ტერორი არ იძლევა დისკუსიის საშუალებას! ტერორი, რომელიც ქალაქს ქალაქზე წვავს, გაბედული ხდება მაშინ, როცა თავისუფლების დამცველებს მის წინააღმდეგ იარაღი ეწურებათ. რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ იძლევა დაგვიანების საშუალებას. შემიძლია, ასობით მადლობა გადაგიხადოთ და ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. მაგრამ ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი. ჩვენ ყველას შეგვიძლია, გამოვიყენოთ ათასობით სიტყვა დისკუსიებში, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი იარაღის ნაცვლად, რომელიც საჭიროა რუსული არტილერიის წინააღმდეგ, ან საზენიტო რაკეტების ნაცვლად, რომლებიც საჭიროა ხალხის დასაცავად რუსული ავიაციისგან“, - თქვა მან.

გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა რამშტაინში შეხვედრა აშშ-სა და გერმანიას შორის უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გაუგზავნიან „ლეოპარდის“ ტანკებს უკრაინას და არ მისცემენ ნებართვას სხვა ქვეყანებს, თუ აშშ ასევე არ დათანხმდება თავისი M1 Abrams ტანკების უკრაინაში გაგზავნას. პენტაგონში თვლიან, რომ ახლა ამას აზრი არ აქვს: „აბრამსთან“ დაკავშირებით პრობლემა უფრო მოვლა-პატრონობას ეხება. ეს არის ტანკი, რომელსაც სჭირდება საავიაციო საწვავი, ხოლო „ლეოპარს“ და „ჩელენჯერს“ განსხვავებული ძრავები აქვთ – მათ სჭირდებათ დიზელი, მათი შენარჩუნება უფრო ადვილია, მათ დიდ ტერიტორიაზე შეუძლიათ მანევრირება, ვიდრე საწვავის შევსება დასჭირდებათ“.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, განახორციელოს არასტანდარტული ქმედება, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის წინააღმდეგი იქნება, - იუწყება Reuters.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას Leopard 2-ის ტანკები უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში, თუნდაც გერმანიის თანხმობის გარეშე, გაუგზავნოს.

„თანხმობა აქ მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამ თანხმობას ან სწრაფად მივიღებთ, ან ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S