
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
20/01/2023 13:31:29 ეკონომიკა
17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6594 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.63 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8820 ლარი გახდა.
0.74-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2878 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.14 თეთრი შეადგინა.