
უკრაინაში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სენატორები აშშ-სა და გერმანიას კიევისთვის ტანკების გაგზავნისკენ მოუწოდებენ
20/01/2023 21:18:53 მსოფლიო
გრეჰემის ოფისის ცნობით, პარასკევს სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უკრაინაში.
„ჩვენ სამივეს, ერთი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი, ერთი და იმავე მიზანი გვაქვს - უკრაინამ რუსები განდევნოს ქვეყნიდან. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალეთ ამ აბსურდული შოუებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას, ”- განაცხადა გრეჰემმა.
შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნაზე.
Leopard 2 განიხილება, როგორც სასიცოცხლო, თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კიევის ძალებს, როდესაც რუსეთთან ომი ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება.
„გერმანელებს: გაგზავნეთ ტანკები უკრაინაში, რადგან მათ ესაჭიროებათ. უკრაინაში პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვებმა მიბაძონ ჩვენს გზას“, - განაცხადა გრეჰემმა.