
NATO: ალიანსი სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს
21/01/2023 08:38:56 კავკასია, პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა.
NATO-ს ინფორმაციით, ორ მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში.ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილი იყო.
"სომხეთში კოლომინა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. აზერბაიჯანში ის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ბ-ნმა კოლომინამ განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში." - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე.
"მან ხაზი გაუსვა თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას. ბ-ნი კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად" - ნათქვამია ინფორმაციაში.