
ზელენსკი: "უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია"
22/01/2023 09:40:40 ევროპა
უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია, - ამ სიტყვებით მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას „უკრაინის ერთიანობის დღე“ .
ზელესნკის თქმით, „თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება“:
„მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივი-რიჰიდან, ჟიტომირიდან, ლუგანსკიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან მარიუპოლისთვის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის. და მებრძოლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან ავდიივკას, ბახმუტისა და სოლედარისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ კიევს. და ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ხარკოვს. და ჩვენ ყველა ერთად ვათავისუფლებთ ხერსონს. ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავიბადეთ და გავიზარდეთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი გაიმარჯვებენ ერთად და მთელი უკრაინა გაიგებს გამარჯვების ხმებს.