
მაკრონმა უკრაინაში Leclerc–ის ტანკების გადაცემის სამი ძირითადი პირობა დაასახელა
23/01/2023 06:33:06 ევროპა
საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს უკრაინისთვის Leclerc–ის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, – იუწყება BFM TV.
„არაფერია გამორიცხული და ეს კოლექტიურად განიხილება სამი კრიტერიუმით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 22 იანვარს.
მან დაასახელა უკრაინაში ფრანგული ტანკების მიწოდების სამი ძირითადი პირობა: ამ ტანკმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, მეორე – ტანკებმა უკრაინის არმიას რეალური და ეფექტური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ და მესამე – არ უნდა „შეასუსტონჩვენი თავდაცვისუნარიანობა“.
ბერლინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავისი „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების თაობაზე და არც იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყნებს მისცეს მისი რეექსპორტის უფლება.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს „ლეოპარდის“ ტანკები უკრაინას. პოლონეთმა გერმანიის ნებართვის გარეშე მიწოდება არ გამორიცხა.