Accentnews.ge
კადიროვი თვალთმაქცობაში ამხილეს

კადიროვი თვალთმაქცობაში ამხილეს

23/01/2023 07:46:53 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ხელმძღვანელმა შვედეთში ყურანის დაწვით აქცია გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად და „ევროიჩქერიელების“ გასაკრიტიკებლად. ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა როსტოვის ოლქში სტუდენტების ჰიჯაბის ტარების გამო გარიცხვის შესახებ, მათ შორის იყვნენ გოგონები ჩეჩნეთიდან, თუმცა რამზან კადიროვმა უგულებელყო ეს ამბავი.

აქცია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, თურქეთში საელჩოს მახლობლად გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის რასმუს პალუდანის მიერ. ღონისძიების მიზნად თურქეთში შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლა იყო გამოცხადებული. აქციის მსხვლელობისას პალუდანმა ცეცხლი წაუკიდა ყურანის ასლს.

თურქეთმა ოფიციალურად დაგმო ეს ქმედება და გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ანკარაში და ასევე დაადანაშაულა სტოკჰოლმი ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ადრინდელი შეთანხმებების დარღვევაში. ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიერ ყურანის დაწვა ასევე გააკრიტიკეს ბევრმა სხვა მუსულმანურმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ირანმა და ქუვეითმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს მის ყველა გამოვლინებას. პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თანაგრძნობა გამოხატა სტოკჰოლმში მომხდარით განაწყენებული ყველა მუსლიმის მიმართ.

რამზან კადიროვმა გადაწყვიტა, გამოეთქვა თავისი აზრი. მან დაუსაბუთებლად დაადანაშაულა შვედეთის ხელისუფლება, რომ ეს აქცია მათ მიერ იყო ორგანიზებული. აქედან კადიროვი ნატოს კრიტიკაზე გადაერთო, სამხედრო ალიანსს "სატანის ქვირითი" უწოდა და უკრაინის წინააღმდეგ ომი ამით ახსნა. ის „ევროიჩქერიელებსაც“ შეეხო და ისინი უმოქმედობაში დაადანაშაულა. ანალოგიურად ისაუბრეს კადიროვის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმში გამართული აქციის წინა დღეს ცნობილი გახდა როსტოვის ოლქის სამედიცინო კოლეჯიდან სტუდენტების ჰიჯაბის ტარების გამო გარიცხვის შესახებ. გაძევებულთა შორის იყვნენ გოგონები დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან. ჯერჯერობით კადიროვს ამაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონია.

2022 წლის დეკემბერში კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო ჩინურ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მსოფლიოს მუსლიმებს ნატოს წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S