Accentnews.ge
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ $3.5 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ $3.5 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

23/01/2023 10:00:18 ეკონომიკა

2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო,- იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 107.6%-ით აღდგენაა (247,980,410 აშშ დოლარი).

მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 2,271,692,761 (182.5%) აშშ დოლარით.

„2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარით“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.

გასულ წელს გასულ წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.

2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი და ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.

მათივე ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S