
ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ურთიერთობები იძაბება, სოფიამ ელჩი გაიწვია
23/01/2023 11:24:51 ევროპა
ბულგარეთმა კონსულტაციებისთვის გამოიძახა თავისი ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფიაში ელჩის დროებითი დაბრუნების მიზეზი ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელების უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული ვითარება და ბოლო თვეების განმავლობაში მათ მიმართ სიძულვილით გამოწვეული აქტებია.
სამინისტრომ გაიხსენა 2022 წლის ივნისში კულტურული კლუბის "ივან მიხაილოვისთვის" ცეცხლის წაკიდება, ზედიზედ სამი თავდასხმა ორგანიზაცია "მეფე ბორის III" -ის შენობაზე, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა 2022 წლის 24 ნოემბერს, აგრესიული ანტიბულგარული კამპანია ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური მედიის, 2023 წლის 19 იანვარს სასტიკი თავდასხმა "მეფე ბორის III"–ის ხელმძღვანელ კრისტიან პენდიკოვზე და 2022 წლის ნოემბერში დისკრიმინაციული კანონის მიღება ფონდებისა და ასოციაციების შესახებ.
„კონსულტაციების მიზანია, განვიხილოთ ბულგარული თვითშეგნების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებზე ზეწოლის მზარდი ტენდენციის შეჩერების შესაძლებლობები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები“, - ნათქვამია განცხადებაში.