
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს – მედია
23/01/2023 11:42:32 ევროპა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში უახლოეს მომავალში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს,– ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკოა. ამასთან, შესაძლოა, თანამდებობა დატოვონ სპორტის და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრებმა. გარდა ამისა, უკრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალონ უკრაინის განათლების და ვეტერანების საკითხთა მინისტრებიც.
უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიღებენ.