
ევროკავშირის საბჭომ პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება აკრძალა
22/05/2019 07:46:17 სხვა, მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ პლასტმასის რიგი ერთჯერადი ნივთების გამოყენება აკრძალა.
„ევროკავშირის საბჭოს მიერ ახალი წესების ფორმალური მიღება პროცედურის ფინალური ნაბიჯია“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი დირექტივის თანახმად, 2021 წლიდან ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი, საწრუპი ჩხირები, კონტეინერები და სხვა ნივთები, რომელთა ჩანაცვლებაც მრავალჯერადი ნივთით არის შესაძლებელი.
ევროკომისიის მონაცემებით, ახალი დირექტივის ფარგლებში აკრძალული ერთჯერადი პლასტმასის ნივთები სადღეისოდ ოკეანეში არსებული ნარჩენების 70 %–ს შეადგენს.