ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

23-01-2023 17:18:36 ეკონომიკა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.90 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6504 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.69 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8889 ლარი გახდა.

0.77-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2801 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.09 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები