
ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
30/10/2019 13:06:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ფაქრნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავსესაფარს ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ-ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადნინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს 2012 წელს "ჩხუბში" მონაწილეობისთვის. ფარნაოზი ერთ–ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება. საქართველოში უნდა გათენდეს!", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის: ფარნაოზ ჭკადუა სოციალურ ქსელ Facebook-ში ოპოზიციური შინაარსის გვერდებს მართავდა.