Accentnews.ge
BBC უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

BBC უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

23/01/2023 19:01:23 მსოფლიო

ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC-მ უკრაინის ომში დაღუპული 12 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოახერხა, მათ შორის - 800 მობილიზებულია.

„ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ დადასტურებულ გარდაცვალების ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სია შეიძლება შეიცავდეს მინიმუმ 40-60%-ით ნაკლებ დაღუპულთა სახელებს, ვიდრე რეალურად დაკრძალეს რუსეთში",– აღნიშნავს გამოცენა.

ჟურნალისტები ამ დასკვნამდე მივიდნენ რუსეთის 60-ზე მეტ დასახლებაში არსებული სასაფლაოების მდგომარეობის შესწავლით. ამიტომ, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დროს, რუსეთს შეეძლოა, დაეკარგა 24 000-ზე მეტი ადამიანი– ვარაუდობს BBC.

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ჯამური გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ იმათი რიცხვი, ვინც ტრავმირებულია, გარდაცვლილია ან დაკარგულია) შეიძლება, იყოს მინიმუმ 110 000 ადამიანი.

ჟურნალისტებმა შეისწავლეს რა 11 თვის განმავლობაში რუსული არმიის დანაკარგების დინამიკა, მივდნენ დასკვნამდე, რომ ახლა დანაკარგების უმეტესი ნაწილი მოდის მოხალისეებზე, რუსული არაფორმალური დაჯგუფება "ვაგნერის" დაქირავებულებზე (მათ შორის, პატიმრებზე) და მობილიზებულებზე. ისინი ერთად შეადგენენ დადასტურებული დანაკარგის მთლიანი რაოდენობის 25%-ს.

ამასთან, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უკრაინაში დაღუპული 12225 იდენტიფიცირებული რუსი ჯარისკაციდან 1627, ანუ თითქმის 15% – ოფიცერია. დაღუპულთა შორის იყო ოთხი გენერალი და 52 პოლკოვნიკი.

***

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 23 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 121 480 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 720 გასულ დღეს.

20 იანვარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები ომში „მნიშვნელოვნად აღემატება“ 100 000 მოკლულს და დაჭრილს. მისი თქმით, უკრაინამაც "დიდი ზარალი განიცადა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ ირწმუნებოდა, რომ დაიღუპა 5937 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S