Accentnews.ge
ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან ნავალნის საკნის ასლი დადგეს

ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან ნავალნის საკნის ასლი დადგეს

23/01/2023 19:12:21 ევროპა

ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან აქტივისტებმა იმ საკნის ასლი დაამონტაჟეს, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება. ეს არის ნავალნის მხარდასაჭერი ერთ-ერთი აქცია, რომელიც ტარდება მსოფლიოს მრავალ ქალაქში 17 იანვრის შემდეგ - პოლიტიკოსის რუსეთში დაბრუნებისა და 2021 წელს დაკავების თარიღი.

გამოცემა Kholod იტყობინება, რომ 24 იანვარს ინსტალაციას ოფიციალურად გახსნიან ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი და პოლიტიკოსის ძმა ოლეგი.

ბეტონის კუბის შიგნით რუსულ ენაზეა წარწერა „ШИЗО".

ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქციები გასულ კვირას მსოფლიოს 50 ქალაქში გაიმართა. მათი მონაწილეები,ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები, ასევე გამოდიან ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერი ლოზუნგებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S