Accentnews.ge
მოიერიშე, ვერტმფრენი, რაკეტები - უკრაინის სარდლობამ ექვსი რუსული სამიზნის განადგურების შესახებ განაცხადა

მოიერიშე, ვერტმფრენი, რაკეტები - უკრაინის სარდლობამ ექვსი რუსული სამიზნის განადგურების შესახებ განაცხადა

23/01/2023 20:41:07 ევროპა

23 იანვარს უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ექვსი რუსული საჰაერო სამიზნე, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა.

„აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ორი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, დამრტყმელი ვერტმფრენი Ka-52, ორი X-59 მართვადი საჰაერო რაკეტა და Orlan-10–ის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 23 იანვრის დილის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 121 480 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ასევე დაკარგა 287 თვითმფრინავი, 277 ვერტმფრენი, 1894 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 749 ფრთოსანი რაკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ ირწმუნებოდა, რომ დაიღუპა 5937 ადამიანი.

20 იანვარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები ომში „მნიშვნელოვნად აღემატება“ 100 000 მოკლულს და დაჭრილს. მისი თქმით, უკრაინამაც "დიდი ზარალი განიცადა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S