Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა – მედია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა – მედია

24/01/2023 06:20:23 ევროპა

თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ,– იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ტიმოშენკოს ნაცვლად პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ დანიშნავენ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას. თანამდებობებს დატოვებენ სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.

კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. მას ადგილობრივი მედია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელად მოიხსენიებს. რუსეთის შეჭრის შემდეგ ტიმოშენკო კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს.

2022 წლის შემოდგომაზე უკრაინული მედია წერდა, რომ ტიმოშენკო პირადი მიზნებით იყენებდა ავტომანქანას Chevrolet Tahoe, რომელიც კომპანია General Motors-მა უკრაინას გადასცა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოქალაქეთა გასაყვანად. თავად ტიმოშენკო ამას უარყოფდა. მას აკრიტიკებდნენ რეგიონებში არაეფექტიანი პოლიტიკის გამოც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S