Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთის ეკლესიის 22 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსეთის ეკლესიის 22 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

24/01/2023 06:31:00 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც „სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ კრემლის ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას“,– ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს შორის არიან: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსი გრიგორი ალფეევი (ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი), რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი (დეკანოზი), რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი არტემი ვლადიმეროვი, რუსეთის პატრიარქ კირილეს ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის ეკლესიის სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, კლინის, ეკატერინბურგის, პერმის და ვლადიმირის და სუზდალის მიტროპოლიტები და ა.შ.

შესაბამისი სანქციები, სხვა ზომებთან ერთად, აქტივების გაყინვასაც მოიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S