
ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს
24/01/2023 06:38:28 ევროპა
ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს პასუხია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა.
ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 7 თებერვლამდე აქვს.
"ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში დგას პარიტეტის პრინციპზე, საიდანაც ჩვენ არ გადავუხვევთ", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთის ნაბიჯები ხელს არ უშლის ქვეყანას გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რისკენაც სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.
იხილეთ ასევე: ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი გაიწვევენ თავიანთ ელჩებს