დოესში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

24-01-2023 10:54:31 სამართალი

59 წლის კაცი ემსხვერპლა ხანძარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და სახლშიც, ხანძრის დროს, მხოლოდ ის იმყოფებოდა.

უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები