Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“: ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოებს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებიათ

„ევროპული საქართველო“: ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოებს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებიათ

24/01/2023 08:33:33 პოლიტიკა, რეგიონები

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია, რუსთავის საკრებულოს კი სარევიზიო კომისია არ შეუქმნია, რის შედეგადაც მერიის შემოწმება არ განხორციელებულა.

როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, შესაბამისი ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან და მერიებიდან გამოითხოვა და მიიღო „ძალიან საგანგაშო პასუხები":

"ზუგდიდის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისია შექმნილია, მაგრამ მას არ განუხორციელებია სარევიზიო საქმიანობა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შეუმოწმებია, ანუ, ზუგდიდის საკრებულო არ იყენებს ეფექტურად მისი კონტროლის მექანიზმს. რუსთავის საკრებულოდან კიდევ უფრო საგანგაშო პასუხი მოვიდა. რუსთავის საკრებულოს არათუ არ შეუმოწმებია და სარევიზიო საქმიანობები არ განუხორციელებია მერიაში, საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია სარევიზიო კომისია, შესაბამისად, მერიის შემოწმებას ვერც განახორციელებდა".

პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას უფრო მსხვილი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ქცევის შესახებ:

„დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, უკანონო, ძალადობრივ, ცინიკურ მეთოდებთან ერთად, თავის პროპაგანდაში იმ არგუმენტს იყენებს, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ გადადგას ნაბიჯები. ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ზელს და ამ ყველაფერს ხშირად, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. ამიტომ, ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დღეს უფრო მსხვილი მხარდაჭერით სარგებლობს".

ორივე საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3, ხოლო "ქართული ოცნების" 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ის – 16, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" – 3, "ქართული ოცნების" 17 დეპუტატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S