
შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანაშემწის გამო სკანდალში გაეხვა
24/01/2023 09:31:19 ევროპა
შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან ასისტენტი აიყვანა პირი, რომელმაც უკანონოდ დაიჭირა გველთევზა და ამის შესახებ პოლიცია შეცდომაში შეიყვანა,– წერს ВВС.
პიტერ მაგნუს ნილსონი, ფინანსური ჟურნალისტი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა მას შემდეგ, რაც შვედეთის ხელისუფლებაში 2022 წლის ოქტომბერში მოვიდა ახალი ცენტრისტული კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერით.
როგორც გაირკვა, უკანონო თევზაობასთან დაკავშირებული ინციდენტი ერთი წლით ადრე – 2021 წელს შვედეთის სამხრეთ სანაპიროსთან მოხდა. შვედეთში გველთევზის ჭერა ნებართვის გარეშე აკრძალულია. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ბალტიის ზღვის ცენტრის ცნობით, ევროპული გველთევზა, ადგილობრივი დელიკატესი, გადაშენების საფრთხის ქვეშაა.
თავის „ფეისბუქ“–„პოსტში“ ნილსონმა თქვა, რომ ცდილობდა თავის აღჭურვილობასთან გამკლავებას და პატარა გველთევზების ზღვაში გაშვებას, რომლებიც მის სათევზაო ბადეში გაეხვნენ.
ოფიციალური მოხსენების თანახმად, ნილსონს ჰქონდა ოთხი ხაფანგი, რომელშიც 15 გველთევზა მოჰყვა. საერთო წონა 11 კილოგრამია.
ის საზღვაო პოლიციამ დააკავა და ჰკითხა, იყო თუ არა აღჭურვილობა მისი, მაგრამ მან აღჭურვილობასთან კავშირი უარყო. ნილსონის თქმით, ერთი წლის შემდეგ მას ადგილობრივი პოლიციიდან „კეთილგანწყობილმა ადამიანმა“ დაურეკა. მან კიდევ ერთხელ უარყო აღჭურვილობის მფლობელობა.
მოგვიანებით ის პოლიციამ გამოიძახა და დააჯარიმა 38,800 კრონით (3,800 დოლარი).
"ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო", - თქვა ნილსონმა და აღიარა, რომ "უადგილო" იყო დანაშაულის უარყოფა როგორც ინციდენტისას, ისე მას შემდეგ.
კრისტერსონმა გააკრიტიკა ნილსონის ქმედება, თუმცა ამტკიცებს, რომ მგვიანებით დანაშაულის აღიარება და ჯარიმა აჭარბებს ბრალს.
კრისტერსონის ქმედებები ეცნობა საპარლამენტო კომიტეტს, რომელიც განიხილავს მინისტრების ქცევას.
ოპოზიციური სოციალ-დემოკრატები ნილსონის თანამდებობაზე დანიშვნისა და უსაფრთხოების კუთხით შემოწმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. კომიტეტი საქმეს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს.