24-01-2023 14:02:09 ეკონომიკა
თურქეთი 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობით მოწინავე ადგილზე აღმოჩნდა. წინა წელთან შედარებით ზრდა 468%–ია.
შსს–ს ოფიციალური სტატისტიკა:
სავარაუდოდ, აღნიშნული უკავშირდება ე.წ. iPhone –ტურს: თურქეთში ახალი მოდელის iPhone-ები საქართველოსთან შედარებით გაცილებით ძვირი ღირს. გარდა ამისა, თურქეთმა გაზარდა საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩატანილი ტელეფონის IMEI-ის რეგისტრაციის საფასური. რეგისტრაციის გარეშე მობილურ კომუნიკაციებზე წვდომა იბლოკება 120 დღის შემდეგ. სწორედ iPhone–ს ახალი მოდელის შეძენის მიზნით იდგა ბათუმში გრძელი რიგები.