Accentnews.ge
ოზურგეთის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს

ოზურგეთის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს

24/01/2023 10:37:22 პოლიტიკა, რეგიონები

ოზურგეთის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს. მანამდე სახელისუფლებო და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შენობაში ხმაური იყო. რაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ქეთი ხომერიკის მიერ საკრებულოში სათამაშოების მიტანას, მათ შორის – ტანკების, ვერტმფრენების, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაურიგა და მათ "ომის პარტია" უწოდა, „ცდილობთ ქვეყანა ომში ჩაითრიოთ, რასაც ვერ ეღირსებითო“.

ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლებმა სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გაშარჟებული ფოტოებიც მიიტანეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მმართველი გუნდი საცირკო წარმოდგენით ცდილობს მთავარი თემების გადაფარვას.

"სოციალურად დაუცველთა ოჯახებს, რომლებისთვისაც განსაზღვრულია უდაბლესი ქულები, ადამიანებს, რომლებსაც ოთხი და მეტი 18 წლამდე შვილი ჰყავთ. ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი გაქვთ 25 ლარი, რომელიც თვეში უნდა იმყოფინონ. ასე აპირებთ შიმშილის დამარცხებას. მაშინ როცა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს 17 000 ლარს უხდით თვეში და ამ სამსახურის უფროს ხელფასი აქვს 2 420 ლარი, ადამიანებს კი ეუბნებით, რომ 60 და 80 თეთრად დაიკმაყოფილონ საჭიროებები. ეს ოზურგეთელების ბიუჯეტი კი არ არის, ეს ავთანდილ თალაკვაძის ჭამის ბიუჯეტია."- განაცხადა ენმ-ის წევრმა თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე.

მოგვიანებით სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

"საბოლოოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბიუჯეტი დაიმტკიცეს, რაც ოზურგეთელების ნამდვილად არაა: თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ავთანდილ თალაკვაძის ჭამის ბიუჯეტია",– თქვა ნიკოლაიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S