
კურტანიძე – ივანიშვილის კრიტიკოსებზე: "დავატყავებდი და დავწვავდი"
30/10/2019 15:12:56 ციტატა
“აი, ზოგიერთის კომენტარს ვკითხულობ და ერთი რამ სურვილი მიჩნდება, მაპატიოს უფალმა, მაგრამ ამდენ უმადურს ცოცხლად დავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი, რომ მიწაც არ შევაწუხო ამ არსებებით!!! შენ რა გაგიკეთებია, პარაზიტო, რომ ერის კაცის სიკეთეს ითვლი ან ვინ მიგდიხარ, რომ ასეთი დაუნახავი, რამეს აფასებდე?! ღმერთმა დალოცოს ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი! ამინ"
ამის შესახებ პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში წერს. მოგვიანებით მან "მთავარ არხს "დაუდასტურა, რომ კომენტარი მართლაც მას ეკუთვნის და ის ემოციურ ფონზე დაწერა.