6 მოადგილე და ხუთი რეგიონული ხელმძღვანელი: უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა „საკადრო წმენდა“ დაიწყო

24-01-2023 16:14:32 ევროპა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს მინისტრების 6 მოადგილე და შეთანხმდა სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციების 5 ხელმძღვანელის შეცვლის საკითხიც.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში დაინიშნა ოლექსი სობოლევი.

პოზიციებიდან გათავისუფლდნენ: ვიაჩესლავ შაპოვალოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ვიტალი მუზიჩენკო – უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე; ივან ლუკერია – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში მინისტრის მოადგილე; ვიაჩესლავ ნეგოდა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე; ანატოლი ივანკევიჩი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ვიქტორ ვიშნევი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში.

რაც შეეხება რეგიონულ ხელმძღვანელებს, რომელთა გადაყენების საკითხიც შეთანხმდა, ესენი არიან: ვალენტინა რეზნიჩენკო – დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე; ალექსანდრე სტარუხა – ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე; ოლექსი კულება – კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე; დიმიტრი ჟივიცკი – სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე; იაროსლავ იანუშევიჩი – ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები