Accentnews.ge
ФСБ–მ ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარა, იუწყებიან ყირიმელი თათრების დაკავების შესახებ

ФСБ–მ ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარა, იუწყებიან ყირიმელი თათრების დაკავების შესახებ

24/01/2023 13:39:42 ევროპა

ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა ყირიმელი თათრების სახლებში დღეს ჩატარებულ მასშტაბურ ჩხრეკაზე განაცხადა, რომ რუსულმა უშიშროებამ ექვსი მოქალაქე დააკავა.

მათ „უკრაინასთან კავშირს“ ედავებიან.

„ყირიმში შეჩერებულია რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის „ჰეზბ უტ-ტაჰრირ ალ ისლამის“ უჯრედის საქმიანობა... ჩვენი მტრები ცდილობენ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ყირიმში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებით“, - განაცხადა აქსეონოვმა.

24 იანვრის დილით ყირიმის ჩრდილოეთით, ჯანკოეს რაიონში რუსეთის უშიშროების ძალებმა გაჩხრიკეს ყირიმელი თათრების სახლები.

მოგვიანებით, ერთ–ერთი დაკავებულის მეუღლემ განაცხადა, რომ დაკავებულ ყირიმელ თათრებს შესაძლოა, „ტერორიზმში“ დასდონ ბრალი.

რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

გასული წლის დეკემბერში, ჯანკოეს რაიონში ჩატარდა ჩხრეკის სერია.რუსეთის უსაფრთხოების ძალები ეძებდნენ "აკრძალულ ნივთებს". გავრცელდა ცნობები დაკავებების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S