„შპიგელი“ - გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

24-01-2023 22:49:42 მსოფლიო

გერმანული გამოცემის „შპიგელის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, ბერლინი ასევე მისცემს უფლებას სხვა მოკავშირეებს, მათ შორის, პოლონეთს, გერმანული ტანკები კიევს გადასცენ.

„შპიგელის“ ცნობით, საუბარია ბუნდესვერის საწყობებში განთავსებული „ლეოპარდ ა6“-ის ტიპის ტანკებზე.

ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „სი-ენ-ენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ტანკ „აბრამსების“ გასაგზავნად სამზადისი ვაშინგტონშიც დასასრულს უახლოვდება.

კონკრეტულად, რამდენ ტანკს გადასცემს აშშ-ი უკრაინას უცობია. რაც შეეხება გერმანიას, ბერლინი კიევს „ლეოპარდების“, სულ მცირე, ერთ როტას გადასცემს.

ამასთან, ეი-ბი-სის ცნობით, გასულ კვირას, რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილე 12 ქვეყანა უკრაინას 100 ტანკს გაუგზავნის როგორც კი, ბერლინი „ლეოპარდების“ რე-ექსპორტის ნებართვას გასცემს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები