Accentnews.ge
IAEA: "უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს"

IAEA: "უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს"

25/01/2023 06:30:01 ევროპა

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ინსპექციის შედეგად იქ ვერ მიაკვლიეს სამხედრო აღჭურვილობას.

ამ განცხადებით გროსიმ უპასუხა რუსეთის ბრალდებას, თითქოს უკრაინა იარაღს ინახავს ბირთვულ სადგურებში.

ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო დაზვერვამ უკრაინას ბრალად დასდო დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ბირთვულ ობიექტებზე შენახვა. გროსიმ ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ გაეროს „ბირთვულმა სააგენტომ უკვე მეორედ შეძლო, "უარეყო ბრალდება უკანონო და ძალიან სახიფათო ქმედებების შესახებ“ ამ ობიექტებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S