
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
25/01/2023 07:57:59 ევროპა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ბელარუსული მონიტორინგის ჯგუფი "Belarusian Gayun" იუწყება, რომ ბელარუსში ჰაერში გაუშვეს შორი დისტანციური სარადარო თვითმფრინავი, ესკორტის გამანადგურებელი და MiG-31K, რომელსაც შეუძლია ატაროს Kinzhal–ის ჰიპერბგერითი რაკეტები.
08:30 საათზე ბარანოვიჩის აეროდრომიდან აფრინდა ესკორტის გამანადგურებელი, 08:35 მაჩულიშის აეროდრომიდან – რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების A-50U სარადარო თვითმფრინავი, 09:00 და 09:06 მაჩულიშის აეროდრომიდან – ორი რუსული MiG-31K აფრინდა.