Accentnews.ge
რეინსალუ: "რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება ესტონეთს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა არაფერია გამორიცხული"

რეინსალუ: "რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება ესტონეთს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა არაფერია გამორიცხული"

25/01/2023 08:49:20 ევროპა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავება საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

"დიპლომატიური ნაბიჯები არ ზრდის ფიზიკურ საფრთხეს. მაგრამ სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, არაფერია გამორიცხული. არ მინდა, ირონიული ვიყო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება , მოხდეს უარესი", - განაცხადა რეინსალუმ.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირების შემდეგ, საელჩოების მუშაობას უხელმძღვანელებს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საკონსულო მომსახურება კი გაგრძელდება.

„ესტონეთი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა და მისი პოზიცია გლობალური მასშტაბით უფრო წონადი იყო, ვიდრე მისი ეკონომიკა და მოსახლეობის რაოდენობაა, რამაც, რა თქმა უნდა, გააღიზიანა რუსეთი და პუტინი“, - თქვა მან.

რეინსალუმ გაიხსენა, რომ ლიეტუვამ გაზაფხულზე, ირპინისა და ბუჩას შემდეგ, ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტა. შემდეგ კი ლატვიამ, ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ასევე გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა 24 თებერვლიდან.

„თარიღი დაკავშირებულია ესტონეთის დღესთან, არამედ შეჭრის დაწყების წლისთავთან“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთმაც რუსეთის ელჩთან დაკავშირებით. ესტონეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვიამ რუსეთის ელჩს ქვეყნის 24 თებერვლამდე დატოვება მოსთხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S