Accentnews.ge
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვის გამო, ბერლინის აეროპორტში 300 ფრენა გაუქმდა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვის გამო, ბერლინის აეროპორტში 300 ფრენა გაუქმდა

25/01/2023 09:00:55 ევროპა

25 იანვარს ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი ფრენა გაუქმდა ან გადაიდო თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვის გამო,– იუწყება DW.

ოთხშაბათს ბერლინის აეროპორტიდან დაახლოებით 300 რეისი უნდა შესრულებულიყო. გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლა მოუწიათ.

დაგეგმილი გაფიცვა ოთხშაბათს, დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაფიცვამ გავლენა მოახდინა ამდენ ფრენაზე გერმანიაში.

გაფიცვა ხელფასების გამო ვერდის პროფკავშირმა მოაწყო. პროფკავშირი კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, აეროპორტის და სახმელეთო სერვისების თანამშრომლების ხელფასის 12 თვით 500 ევროთი გაზრდას ითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S