Accentnews.ge
ხარკოვში დაცხრილული საევაკუაციო ავტობუსები იპოვეს, ცნობილია ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ

ხარკოვში დაცხრილული საევაკუაციო ავტობუსები იპოვეს, ცნობილია ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ

25/01/2023 10:33:58 ევროპა

ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ორი დაცხრილული საევაკუაციო ავტობუსი, რომლებშიც ჯამში ორ ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, – განაცხადა უწყების პრესსამსახურმა.

უკრაინელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გასული წლის 14 აპრილს, რუსეთის არმიის მიერ რეგიონის ოკუპაციის მეორე დღეს, სოფელ ბოროვაიას ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა მძიმე იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი ორ საევაკუაციო ავტობუსს. ამ ავტობუსებით მშვიდობიანი მოქალაქეები მიემგზავრებოდნენ თავიანთ სახლებში, ლუგანსკის რეგიონში.

ამ დროისთვის სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაღუპვის ფაქტია დადგენილი, რომლებიც ერთ-ერთ ავტობუსში ცოცხლად ამოიწვნენ. კიდევ 13 მოქალაქემ გაქცევა მოახერხა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გასული წლის მაისში დაღუპულთა ცხედრები სოფელ ბოროვაიას მკვიდრებმა დაკრძალა. 24 იანვარს უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა ცხედრების ეგსჰუმაცია განახორციელეს ექსპერტიზისთვის.

გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში სამოქალაქო მანქანების დაცხრილული კოლონა იპოვეს. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, იქ 20 ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა მოხდა გასული წლის სექტემბრის ბოლოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოს( ლუგანსკის რეგიონი) და კუპიანსკს შორის არსებულ "ნაცრისფერ" ზონაში.

კუპიანსკი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც განთავისუფლდა 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ჯარების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დროს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი კოპიტკომ თქვა, რომ „ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და რეგიონის სხვა ქალაქებში ჩადენილი ნგრევა მასშტაბებით უტოლდება რამდენიმე ბოროდიანკას, ხოლო მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, მინიმუმ, ორ ბუჩას“.

რუსმა სამხედროებმა უარყვეს ყველა ბრალდება უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S