
ესპანეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების კონვერტით დაგზავნისთვის კაცი დააკავეს
25/01/2023 11:01:50 ევროპა
ესპანეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია ასაფეთქებელი მასალიანი კონვერტების დაგზავნაში, მათ შორის, უკრაინის საელჩოში,– წერს El Pais.
გამოცემა წერს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 74 წლის კაცი ბურგოსის პროვინციაში, მირანდა დე ებროს მუნიციპალიტეტში, როგორც ასაფეთქებელი მასალებით სავსე ექვსი კონვერტის გამგზავნი, რასაც მოჰყვა ანტიტერორისტული განგაში ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში.
მსგავსი კონვერტების მიმღებთა შორის იყვნენ ესპანეთის პრემიერ–მინისტრი პედრო სანჩესი და უკრაინისა და აშშ-ის საელჩოები მადრიდში.
მედიის ცნობით, დაკავებული ესპანეთის მოქალაქე სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოქმედებდა და არც ერთ ჯგუფთან არ იყო დაკავშირებული. ამჟამად პოლიცია მის სახლს ჩხრეკს.
გამოცემა La Sexta იუწყება, რომ დაკავებული ვიტორიას საკრებულოში მუშაობდა, მირანდა დე ებროს მახლობლად და ამჟამად მარტო ცხოვრობს. არაფერია ცნობილი მისი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირის შესახებ.
გასული წლის ბოლოს ევროპის მასშტაბით უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და ასევე სხვადასხა უწყებებში მიიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები კონვერტებით.